Sunday, 3 May 2015

დღე მეცხრე

დავასრულეთ ტრენინგი : ინტელის ძირითადი კურსი-პროექტებით სწავლება.გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და მოვისმინე ჯგუფის წევრების პრეზენტაციები.მომეწონა ბევრის პროექტი.იყო ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი,რადგან მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკულ საქმიანობაში.დიდი მადლობა ტრენერს-ნინო მარგიშვილს ასეთი საინტერესო დღეებისთვის. 

Saturday, 2 May 2015

ჩემი პროექტი

      ჩემი პროექტის   ჯანსაღი კვება                                       პორტფოლიო

დღე მერვე

დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, რომელიც დაგვეხმარება დიფერენცირებული სწავლების დროს.

ბლოგს დავამატეთ სტატისტიკის მაჩვენებელი. ასევე  დღეს ავტვირთეთ ჩვენი ბლოგი google drive -ის საშუალებით.

Sunday, 26 April 2015

დღე მეშვიდე

დღევანდელ დღეს ვისწალე თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავეების მიერ გაკეთებული ჟურნალი. ვისწავლე ჟურნალის შეფასების რუბრიკის გაკეთება.


დღე მეექვსე

 მე განსაკუთრებით მომეწონა და დამამახსოვრდა თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჟურნალი ჩემს პროექტზე და როგორ უნდა გავაფორმოთ იგი სტატიებით და  სურათებით.

Sunday, 19 April 2015

დღე მეხუთე

ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროექტის ატვირთვა google drive-ის საშუალებით ჩემს ბლოგზე. ვისწავლე თუ როგორ უნდა მოვახდინო ჩასწორება საჭიროების შემთხვევაში. ასევე საინტერესო იყო პროექტის გაკეთება Power Point - ში და მისი ვიზუალურად  გაფორმება.დღეს გავაფორმე ჩემი ბლოგი სურათების და ფონით.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

Saturday, 18 April 2015

დღე მეოთხე

ჩემი პროექტის სათაურია - ჯანსაღი კვება. დღეს დავწერე მიმართულების მიმცემი კითხვები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ვარ თუ არა ჯანმრთელი?
თემატური კითხვები
რამდენად მნიშვნელობანია ჯანსაღი კვება ადამიანის ჯამრთლობისთვის?
შინაარსობრივი კითხვები
ჩამოთვალეთ ჯანსაღი კვების პროდუქტები? როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?
 
განვიხილეთ პროექტის შეფასების 5 ძირითადი მეთოდები.. რომელსაც ვიყენებთ მთელი პროექტის განმავლობაში.
 ასევე მნისვნელოვანი იყო დროში გაწერილი შეფასების გეგმა რომელიც წარმოადგენს შეფასების ფორმების გამოყენებას თანმიმდევრობას. 

დღე პირველი




         გავეცანი 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს.ვიმუშავებ,რომ მოსწავლეებს ხელი შეუწყო  ამ უნარების                      გამოვლენასა და მის განვითარებაში.

            

                

            კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

           ●     საღი მსჯელობა და აღქმა;
           ●     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღებ
           ●     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;

                მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
                  გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;

           ●     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად              და   კითხვებზე პასუხების გასაცემად.


                  კომუნიკაცია და თანამშრომლობა
        ●     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ                            სიტყვიერი ფორმით;
         ●     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
         ●     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და                         მოქნილობის დემონსტრირება;
        ●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.


                საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
                     საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.